saqarTvelos qedebi - nialisyuris qedi

 

ისტორიული სახელწოდება: ჩრდილი, ჩილდირი.

სუბგანედური ვულკანური ქედი ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. უმაღლესი ადგილია მწვერვალი უჩთაფალარი სიმაღლე ზღვის დონიდან 3011 მ. აგებულია მიო-პლიოცენური ანდეზიტური ქანებით. აქვს განიერი თხემი და სუსტად დანაწევრებული დამრეცი კალთები. ნიალისყურის ქედის ქვემო კალთები შემოსილია მთის შავმიწისებრ ნიადაგებზე განვითარებული მდელოებით, შუა - მთის მდელოს ნიადაგებიანი სუბალპური მდელოებით, ზემო კალთები და თხემი - მდელოს ტორფიან-კორდიან ნიადაგებზე განვითარებული ალპური ბალახეულობით.